1.
ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლადარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.
2.
საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი.
3.
სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.
4.
საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:
ა)
საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
ბ)
დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა;
გ)
საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა.
დ)
ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 42. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 47. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 36. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე
- მუხლი 37. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 38. საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
- მუხლი 39. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
- მუხლი 40. ფრაქციის საქმიანობის ორგანიზაცია
- მუხლი 41. საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 43. საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 44. საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა
- მუხლი 45. ახლადარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 46. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 47. საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე განსახილველი საკითხები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 42, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-42/