1.
საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.
2.
ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.
3.
საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.
4.
საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს სამ წევრზე ნაკლები.
5.
დაუშვებელია ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით (ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული ნიშნით) ფრაქციებად გაერთიანება. ფრაქციას აქვს სახელი.
6.
ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება, რომლითაც განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა.
7.
საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
8.
ფრაქციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება.
9.
საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
10.
ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება.
11.
ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაუყოვნებლივ განიხილავს საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე – დროებითი სამანდატო კომისია) და დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს ბიუროს ფორმირებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს). საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს სხდომას ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია განცხადებისა და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად.
12.
ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.
13.
ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 37. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 41. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 37. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 37. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 31. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 32. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 34. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 35. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი
- მუხლი 36. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე
- მუხლი 38. საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
- მუხლი 39. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
- მუხლი 40. ფრაქციის საქმიანობის ორგანიზაცია
- მუხლი 41. საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 42. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 37, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-37/