1.
საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
2.
საკრებულოს ფრაქციის მიერ საკრებულოს ორგანოში ან საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს.
3.
თუ საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
4.
საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
5.
თუ საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები საკრებულოს შესაბამის ორგანოში
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 38. საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 32. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 34. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 35. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი
- მუხლი 36. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე
- მუხლი 37. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 39. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
- მუხლი 40. ფრაქციის საქმიანობის ორგანიზაცია
- მუხლი 41. საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 42. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 43. საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 38, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-38/