1.
საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს, რომლის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს.
2.
დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.
3.
დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და შემთხვევებში.
4.
დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულებას შეიმუშავებს დროებითი სამუშაო ჯგუფი და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.
5.
საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით - მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.
6.
უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო, უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო განიხილავს დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილების პროექტს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რის შემდგომაც უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს. ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი ძველი ჯგუფისგან განსხვავებული (არა ნაკლებ 1/3-ით) შემადგენლობით.
7.
დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მის თავმჯდომარეს, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო, ხოლო ინტერფრაქციული დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს ირჩევენ საკრებულოს შესაბამისი ფრაქციები თანაბარი წარმომადგენლობით. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს ინტერფრაქციული და დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში.
8.
დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის ჩატარების წესი, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების, ჯგუფის მუშაობის, მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად