1.
კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის შემადგენლობა.
2.
კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
3.
კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციტივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.
4.
კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე, გარდა იმ შემთხვევისა როცა კომისია წინასწარ მიიღებს გადაწყვეტილებას დღის წესრიგის შესახებ. კომისიის წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს კომისია დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
5.
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.
6.
კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 29. კომისიის სხდომა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. ბიუროს სხდომა
- მუხლი 24. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 25. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 26. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 27. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები
- მუხლი 28. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 30. კომისიის მუშაობის წესი
- მუხლი 31. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 32. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 33. კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 34. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-29/