1.
საკრებულოს კომისიებია:
ა)
იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია;
ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;
გ)
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისია;
დ)
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია;
ე)
ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისია.
2.
საკრებულოს კომისია:
ა)
სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს;
ბ)
წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს, ორგანიზებას უწევს და/ან მონაწილეობს მათ განხილვაში;
გ)
ისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
დ)
განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელსაც ირჩევს (ათავისუფლებს) და/ან რომელთა დანიშვნაზეც (განთავისუფლებაზეც) თანხმობას იძლევა საკრებულო და დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს;
ე)
განიხილავს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების და ბიუჯეტის პროექტებს და შეიმუშავებს დასკვნებს;
ვ)
აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ზ)
აკონტროლებს მერიის შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს;
თ)
იღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;
ი)
ახორციელებს ამ რეგლამენტით, საკრებულოს დავალებით და საკრებულოს კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
3.
მერიის და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
4.
საკრებულოს კომისიების საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.
5.
საკრებულოს კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს შესაბამისი კომისიის დებულებით
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 26. საკრებულოს კომისიები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 21. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 23. ბიუროს სხდომა
- მუხლი 24. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 25. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 27. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები
- მუხლი 28. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 29. კომისიის სხდომა
- მუხლი 30. კომისიის მუშაობის წესი
- მუხლი 31. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-26/