1.
საკრებულოს ბიუროს სხდომები საჯაროა. ბიუროს სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. ბიუროს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს.
2.
ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით ესწრება დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის უფროსი.
3.
ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
4.
ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრება შეიტანოს ბიუროს სხდომის ოქმში.
5.
საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება:
ა)
საკრებულოს ბიუროს სხდომის დრო და ადგილი;
ბ)
სხდომის თავმჯდომარის და ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა;
გ)
განხილვის საგანი;
დ)
კენჭისყრის შედეგები;
ე)
მიღებული გადაწყვეტილება.
6.
საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
7.
საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.
8.
საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.
9.
საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
10.
საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები.თავი V
საკრებულოს კომისიები, ფრაქციები და დროებითი სამუშაო ჯგუფებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 24. ბიუროს მუშაობის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 სამუშაო დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
- მუხლი 20. კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 21. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 23. ბიუროს სხდომა
- მუხლი 25. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 26. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 27. კომისიის წევრის უფლება–მოვალეობები
- მუხლი 28. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 29. კომისიის სხდომა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-24/