1.
კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა)
თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;
ბ)
განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ)
კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს და იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას.
დ)
განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2.
კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში