1.
დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს ირჩევს საკრებულო. ჯგუფის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება რეგლამენტით და დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულებით დადგენილი წესით.
2.
დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე:
ა)
უზრუნველყოფს სამუშაო გეგმის შესაბამისად ჯგუფის მუშაობას;
ბ)
იწვევს, ხსნის და წარმართავს ჯგუფის სხდომებს;
გ)
უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
დ)
ადგენს ჯგუფის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხებზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტითა და ჯგუფის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ე)
სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ)
ხელს აწერს ჯგუფის სხდომის ოქმებს;
ზ)
მოქმედებს ჯგუფის სახელით;
თ)
ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
ი)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ჯგუფის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს