1. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლადარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.
2. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პირველ საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი.
3. საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.
4. საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:
ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.03.2012
მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
თავი VII — ახლადარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 36. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
- მუხლი 37. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია
- მუხლი 38. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 39. ფრაქციათა კოალიცია
- მუხლი 40. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 42. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 43. ახლად არჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 44. ახლად არჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 45. ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 46. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განსახილველი საკითხები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 41, №15, 20.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.138.000031 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1134153/muxli-41/