1. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
გ) ცნობად მიღება საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ;
დ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
2. ფრაქციების შექმნისთანავე საკრებულოს აპარატი შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს სამანდატო დროებით კომისიას. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.
3. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება ერთი კვირით.
თავი VIII
საკრებულოს სხდომ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.03.2012
მუხლი 46. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განსახილველი საკითხები
თავი VII — ახლადარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 40. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 41. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 42. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 43. ახლად არჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 44. ახლად არჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 45. ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 47. საკრებულოს სხდომის მოწვევა
- მუხლი 48. საკრებულოს რიგგარეშე გამსვლელი სხდომა
- მუხლი 49. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
- მუხლი 50. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 51. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 46, №15, 20.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.138.000031 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1134153/muxli-46/