1. საკრებულოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც.
2. ცნობა საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც, ამ დებულების (რეგლამენტის) 134-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. საკრებულოს წევრი საკრებულოს სხდომაზე ვალდებულია გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე.
4. საკრებულო უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ