1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოწყობილი უნდა იყოს პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.
2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები გამგეობის (მერიის) თანამდებობის პირთათვის, საკრებულოში აკრედიტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის.
4. საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზში იკავებენ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს. გამგეობის თანამდებობის პირები, საკრებულოში აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და საკრებულოში მოწვეული პირები იკავებენ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საკრებულოში არააკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და საკრებულოს სხდომაზე დასწრების მსურველი პირები იკავებენ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს.
5. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა.
6. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობა