1. საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი.
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საკრებულოს მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, და ამ დებულებით დადგენილი წესით, მისი უფლებამოსილების ცნობიდან და მთავრდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.
3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვით.
4. საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.
5. საკრებულოს წევრი უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ. დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.
6. საკრებულოს წევრის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესს და გარანტიებს, განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-326 მუხლებით და ამ დებულები
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
თავი II — საკრებულოს წევრი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი
- მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 10. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 16. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-12/