1. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებს.
2. საკრებულოს მორიგი სხდომები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, თვეში ორჯერ
3. საკრებულოს სხდომა შეიძლება გაგრძელდეს ორ ან რამდენიმე დღეს, მაგრამ არა უმეტეს ხუთი დღისა.
4. საკრებულოს მორიგი სხდომა იხურება (სრულდება) საკრებულოს მიერ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების (მათ შორის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის გადადების შესახებ გადაწყვეტილების) მიღების შემდეგ.
5. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება, მიმართვა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, ცნობის სახით ინფორმაციის მიღება და სხვ.) მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე.
6. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კანონით ან ამ დებულებით სხვა წესი არ არის დადგენილი
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საკრებულო
- მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება
- მუხლი 4. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 10. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-7/