1. საკრებულოს უფლებამოსილება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლებით და ამ დებულებით .
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 და 22-ე მუხლების შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საერთო ადმინისტრირების, საფინანსო-ეკონომიკურ, სოციალურ, კეთილმოწყობის და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის, სივრცითი დაგეგმარების, აღრიცხვისა და ინფორმატიზაციის სფეროებში.
3. საერთო ადმინისტრირების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;
ბ) საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, მათი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
გ) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
დ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა გამგებლის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ;
ე) კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
ვ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ზ) საკრებულოს დებულების, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;
ი) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა;
კ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;
ლ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისა დამტკიცება;
მ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასახლებაში არსებული სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;
ო) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;
პ) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
4. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, პროექტში ცვლილებების და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესების დადგენა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობისგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების დამტკიცება;
ე) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა;
ვ) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება; ადგილობრივი შესყიდვის წესების დადგენა;
თ) საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
ი) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის განვითარების პრიორიტეტების დამტკიცება;
კ) თვითმმართველი ერთეულის განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ლ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას;
მ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
5. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის განხილვა და დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცება;
დ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა; საკუთრების მოწმობის დამტკიცება.
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
6. სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
დ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;
ე) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ვ) გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენა;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
7. საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცება;
ბ) გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;
დ) დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ნაგავსაყრელების მოწყობის და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და ორგანიზების წესების დადგენა, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა; სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
8. მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსი-ლებას განეკუთვნება:
ა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწის გადასახადის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა;
გ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და წყლის რესურსების მართვის წესების დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
9. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;
ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; ქალაქმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
10. ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ბ) მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებისა და ადგილობრივი გადაზიდვების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრა; ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;
გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების დამტკიცება;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
11. აღრიცხვისა და ინფორმატიზაციის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის დამტკიცება;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი ქონების და თვითმმართველი ერთეულის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა;
დ) ადგილობრივი არქივის მართვის, არქივით სარგებლობის წესებისა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 5%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საკრებულო
- მუხლი 2. საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
- მუხლი 4. საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი
- მუხლი 7. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 10. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-3/