1. საკრებულოს ღია სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს.
2. საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს და ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.
3. საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრებისათვის გამოყოფილი ადგილები.
4. საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან ამ დებულებით დადგენილი წესი და საკრებულოს წევრის ეთიკის ნორმები