1. საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ეს დებულება
ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში;
გ) ამ დებულებით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;
დ) იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში;
ე) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
ვ) არ გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
ზ) დაიცვას ამ დებულებით და „საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსით“ დადგენილი ქცევის სტანდარტები;
თ) ამ დებულების 129-ე მუხლით დადგენილი წესით, თვეში ერთხელ მაინც, მოაწყოს შეხვედრები ამომრჩევლებთან;
ი) ამ დებულების 130-ე მუხლით დადგენილი წესით, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ჩააბაროს ანგარიში ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.
3. საკრებულოს წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 14. საკრებულოს წევრის მოვალეობები
თავი II — საკრებულოს წევრი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 10. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 16. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 18. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 19. ბიუროს სხდომა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-14/