1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, გამგეობა, გამგეობის სტრუქტურული ერთეული და ტერიტორიული ორგანო, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები (საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგებელი, გამგეობის სამსახურების უფროსები და გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები) ვალდებული არიან ამ დებულებით დადგენილი წესით, წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. საკრებულო საზოგადოებრივ დარბაზთან ერთად განიხილავს და აფასებს გამოქვეყნებულ ანგარიშს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 10 დღისა