1. საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირი) მოვალეა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს.
2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხორციელდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო დაწესებულების (გამგეობის რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობა, სკოლა, კულტურის სახლი და ა.შ) დარბაზში).
3. საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი.
4. საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
5. საკრებულოს ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
6. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავიანთი შენიშვნები და წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა.
7. საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
8. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 128. საკრებულოს წევრის ანგარიში
თავი XVI — მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 122. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი
- მუხლი 123. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა
- მუხლი 124. დასახლების ამომრჩეველთა საერთო კრება
- მუხლი 125. მოსახლეობის გამოკითხვა
- მუხლი 126. მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება
- მუხლი 127. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 129. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
- მუხლი 130. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და თანამდებობის პირის საქმიანობის ანგარიში
- მუხლი 131. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება
- მუხლი 132. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 133. საკრებულოს აპარატის ფუნქციები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 128, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-128/