1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;
ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები – ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში;
გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში;
ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 10 დღისა;
ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;
ზ) დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილება – დასახლების საერთო კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაში.
თ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;
ი) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღეები, საათები და ადგილი – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
კ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, საათები, ადგილი და დღის წესრიგი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ლ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
მ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;
ნ) გამგებლის, გამგეობის სამსახურების უფროსების და გამგეობის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელების წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;
ო) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები – საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებულ უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე „თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულებით“ დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, “თ”, „ი“ , „კ“, „ლ“ და „მ“ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოიკრას გამგეობის რწმუნებულის შენობასთან (შენობაში) განთავსებულ სპეციალურ სტენდზე და გამოქვეყნდეს გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდსა და გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში და გამგეობის რწმუნებულებთან.
თავი XVII
საკრებულოს აპარატ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 132. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
თავი XVI — მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 დღის ვადაში
- ვადა 3 დღის ვადაში
- ვადა ხუთი დღის ვადაში
- ვადა 5 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 130. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 134. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 126. მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება
- მუხლი 127. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 128. საკრებულოს წევრის ანგარიში
- მუხლი 129. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
- მუხლი 130. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და თანამდებობის პირის საქმიანობის ანგარიში
- მუხლი 131. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება
- მუხლი 133. საკრებულოს აპარატის ფუნქციები
- მუხლი 134. კონტროლი საკრებულოს დებულების დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები
- მუხლი 135. 2011 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტის გამოქვეყნების დროებითი წესი
- მუხლი 136. საკრებულოს დებულების ძალაში შესვლა
- მუხლი 137. საკრებულოს დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 132, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-132/