1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის და ამ დებულების 100-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გადაყენებისას (გადადგომისას), აგრეთვე ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემულ სხვა დავალებებს.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ან შეუთავსებელ ანაზღაურებად თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის ან დამტკიცების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება. საკრებულო გადაწყვიტილებას იღებს ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე.
თავი IV
საკრებულოს ბიურ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
თავი III — საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 12. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 16. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 18. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 19. ბიუროს სხდომა
- მუხლი 20. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 21. საკრებულოს ბიუროს ოქმი და ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 22. საკრებულოს კომისიის შექმნა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-17/