1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.
2. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება:
ა) საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების დრო და ადგილი;
ბ) სხდომის თავმჯდომარის და ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა;
გ) განხილვის საგანი;
დ) კენჭისყრის შედეგები;
ე) მიღებული გადაწყვეტილება.
3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ დებულების (რეგლამენტის) 134-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.
4. საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, უფლება აქვს გააუქმოს ბიუროს გადაწყვეტილება ან ცვლილებები შეიტანოს მასში.
5. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
თავი V
საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 21. საკრებულოს ბიუროს ოქმი და ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა
თავი IV — საკრებულოს ბიურო
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 16. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 18. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 19. ბიუროს სხდომა
- მუხლი 20. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 22. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 23. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 24. საკრებულოს კომისიების ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 25. კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 26. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-21/