1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
დ) განახორციელოს საკრებულოს დებულებით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.
3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) მისი როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არჩევისას;
გ) კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე.
4. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარების მომენტიდან
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 26. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
თავი V — საკრებულოს კომისიები და დროებითი სამუშაო ჯგუფები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 21. საკრებულოს ბიუროს ოქმი და ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 22. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 23. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 24. საკრებულოს კომისიების ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 25. კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 27. კომისიის სხდომა
- მუხლი 28. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 29. კომისიის მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 30. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 31. კომისიის სხდომის ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-26/