1. ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით ესწრებიან გამგებელი, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეები, საკრებულოს აპარატის უფროსი. ბიუროს სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები.
2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
3. ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში.
4. საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.
5. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 20. ბიუროს მუშაობის წესი
თავი IV — საკრებულოს ბიურო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 16. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 18. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 19. ბიუროს სხდომა
- მუხლი 21. საკრებულოს ბიუროს ოქმი და ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 22. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 23. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 24. საკრებულოს კომისიების ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 25. კომისიის თავმჯდომარე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-20/