1. კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხორციელდება ამ დებულების 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
გ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
დ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
ე) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ვ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ზ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ი)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს