1. საკრებულო ამ დებულების 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად ქმნის საკრებულოს კომისიებს.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს საკრებულო თავისი შემადგენლობიდან.
3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა ერთ მეხუთედს.
4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესის ანალოგიურად. საკრებულოს გადაწყვეტილებით საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ღია კენჭისყრით