1. საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება საკრებულომ გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.
2. მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ ხელმოწერილი უნდა იქნეს საკრებულოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ. ხელმოწერილი მოთხოვნა ბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც ამოწმებს ხელმოწერათა ნამდვილობას და რეგისტრაციაში ატარებს მოთხოვნას. მოთხოვნა იმავდროულად შეიძლება შეიცავდეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნასაც.
3. თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნაში მოთხოვნილია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაც, რიგგარეშე სხდომა მოიწვევა და ტარდება ამ დებულების 51-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნაში არ არის დასმული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად.
5. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან მის მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთაგან უხუცესი (ასაკით უფროსი) წევრი.
6. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნის ინიციატორებს შეუძლიათ გამოყონ ერთი მომხსენებელი ან უარი თქვან საკუთარი მოსაზრების დასაბუთებაზე და მოითხოვონ განხილვის გარეშე კენჭისყრის ჩატარება.
7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს სხდომას. მისი ეს უფლება არ შეიძლება იქნეს უარყოფილი.
8. საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ (თუ მან უარი არ განაცხადა ამ უფლების გამოყენებაზე) ტარდება ფარული კენჭისყრა ბიულეტენების საშუალებით.
9. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
10. თუ საკრებულომ კენჭისყრის შედეგად ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება ან თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით მოწვეული რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდა კვორუმის არარსებობის გამო, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 97. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
თავი XIII — საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა და გადარჩევა
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 90. ხელშეკრულებათა დამტკიცება და გაუქმება
- მუხლი 91. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
- მუხლი 92. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა განხილვა
- მუხლი 93. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით
- მუხლი 94. არჩევნების ჩატარების ზოგადი წესი
- მუხლი 96. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 98. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 100. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
- მუხლი 101. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 102. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 97, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-97/