1. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია თვითმმართველი ერთეულის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და/ან ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.
2. თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ საკითხის ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ისეთი გარიგების დადების თაობაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის (მერის) წარდგინებით.
3. საკრებულოს სხდომაზე ხელშეკრულებების დამტკიცების ან გაუქმების საკითხთა განხილვისას, ამ ხელშეკრულებების მუხლებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია.
4. საკრებულოს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დამტკიცების ან გაუქმების საკითხზე თანხმობის, უარყოფის ან საკითხის გადადების შესახებ.
5. შეთანხმების, ხელშეკრულების ან გარიგების დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
6. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების ან გარიგების დადება და გაუქმება ხორციელდება “ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მეხუთე თავით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული წესით