1. რეგისტრაციის შემდეგ თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს.
2. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდული პირების და მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს.
3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს შემოსული შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა, გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით უბრუნებს გამგებელს.
5. გამგებელი ვალდებულია საფინანსო სამსახურთან, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის გათვალისწინების ან უარყოფის დასაბუთება) ერთად, არა უგვიანეს 10 დეკემბრისა, წარუდგინოს საკრებულოს თავმჯდომარეს.
6. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების განხილვის პროცესს ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე.
7. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) ამ დებულების 134-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი შემოტანიდან 2 დღის ვადაში
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 84. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
თავი XII — საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის განსაკუთრებული წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 78. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
- მუხლი 79. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
- მუხლი 80. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 81. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
- მუხლი 82. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 83. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 85. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
- მუხლი 86. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
- მუხლი 87. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
- მუხლი 88. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
- მუხლი 89. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 84, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-84/