1. საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:
ა) სამართლებრივი აქტის პროექტი ბარდება საკრებულოს აპარატს;
ბ) მუნიციპალიტეტის კანცელარია დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ სამართლებრივი აქტის პროექტს და გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად;
გ) საკრებულოს ბიუროს სხდომა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, განსაზღვრავს კომისიებში პროექტის განხილვის და პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს;
დ) საკრებულოს ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის გამოქვეყნებას და მის მიწოდებას საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციებისათვის, აგრეთვე გამგეობისათვის;
ე) საკრებულოს კომისიები და გამგებელი საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილ ვადებში იხილავენ წარმოდგენილ სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდიან შესაბამის დასკვნას საკრებულოს აპარატს;
ვ) საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად;
ზ) საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს და წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანის შესახებ.
2. ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ უნდა იქნეს მასზე უარყოფითი დასკვნის მიუხედავად.
3. ინიციირების წესით შემოტანილი საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებულ უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ პროექტი იწვევს არსებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების ან/და დამატებების პროექტები და წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთიანი პაკეტის სახით
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 81. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
თავი XI — საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 75. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება
- მუხლი 76. საკითხის კენჭისყრაზე დაყენება
- მუხლი 77. კენჭისყრის ზოგადი წესი
- მუხლი 78. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
- მუხლი 79. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
- მუხლი 80. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 82. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 83. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 84. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 85. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
- მუხლი 86. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 81, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-81/