1. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ და ამ დებულებით
2. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შეტანის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებლის წარდგინებით.
3. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეტანილ უნდა იქნეს შესაბამისი წლის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი.
5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის (წლებისათვის) და დასაგეგმვისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;
გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმვისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:
გ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტებს;
გ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.
6. ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (გარდა ორგანიზაციული კლასიფიკაციისა) მიხედვით;
გ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;
დ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით;
ე) სარეზერვო ფონდის მოცულობას;
ვ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საშუალოვადიან პრიორიტეტებს, მათ მიზნებსა და შედეგებს;
თ) პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს.
7. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:
ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს;
ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 83. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
თავი XII — საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის განსაკუთრებული წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 77. კენჭისყრის ზოგადი წესი
- მუხლი 78. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
- მუხლი 79. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
- მუხლი 80. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 81. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
- მუხლი 82. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 84. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 85. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
- მუხლი 86. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
- მუხლი 87. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
- მუხლი 88. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 83, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-83/