1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) საკრებულოს წევრს;
გ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს პეტიციის წესით (მხოლოდ ნორმატიულ აქტზე).
2. საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტი შეიძლება ინიციირებული იქნეს საკრებულოს წევრთა ჯგუფის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სახელით.
3. ინიციირების წესით საკითხი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების (განკარგულების) პროექტის სახით.
4. საკრებულოში შეტანილ ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნება:
ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ამ ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება;
ბ) მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);
გ) იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება;
დ) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა;
ე) შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);
ვ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.
5. საკრებულოში შეტანილ ნორმატიული აქტის პროექტს ასევე უნდა დაერთოს პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება