1. საკითხს კენჭისყრაზე აყენებს სხდომის თავმჯდომარე. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია ზუსტი, ნათელი ფორმულირებით, ავტორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით დასვას საკითხი კენჭისყრაზე. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შენიშვნა გამოთქვას ფორმულირების შესახებ და წამოაყენოს წინადადება მისი შეცვლის თაობაზე.
2. თუ კენჭისყრაზე დაყენებული საკითხის ავტორის აზრით, მისი წინადადება არასწორად იქნა დაფიქსირებული, ან საერთოდ გამორჩენილი იქნა, მას ეძლევა სიტყვა განმარტებისათვის.
3. თუ სხდომის თავმჯდომარე არ ეთანხმება შემოთავაზებულ ფორმულირებას, თუკი ამას მოითხოვს წინადადების შემომტანი, სადაო საკითხი წყდება კენჭისყრით, განხილვის გარეშე.
4. კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლის დროს (სამი ან მეტი) სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა.
5. ყოველი კენჭისყრის წინ სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის პროცედურას.
6. საკითხის ინიციატორს უფლება აქვს მოითხოვოს განუხილველად საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. ამ შემთხვევაში მას უკამათოდ უყრიან კენჭს.
7. კენჭისყრის გამოცხადების შემდეგ, საკრებულოს წევრს სიტყვა შეიძლება მიეცეს მხოლოდ კენჭისყრის პროცედურის საკითხებზე