1. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით.
2. ფარული კენჭისყრის ადგილს და ბიულეტენის ფორმას ამზადებს საკრებულოს აპარატი. ბიულეტენები არ შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით ან ფორმით, ანდა მასზე იქნეს ასახული (დატანილი) რაიმე განმასხვავებელი ნიშანი.
3. კენჭისყრის პროცედურას თვალყურს ადევნებს და ბიულეტენებს ითვლის სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია. ყველა იმ ფრაქციას, რომელიც ამ კომისიაში წარმოდგენილი არ არის, უფლება აქვს ხმის დათვლის დროს კომისიაში შეიყვანოს თითო დროებითი წარმომადგენელი.
4. ბიულეტენის მიღებას საკრებულოს წევრი ადასტურებს ხელმოწერით. ბიულეტენების შევსება ხდება ფარული კენჭისყრისათვის საგანგებოდ მოწყობილ კაბინაში ან ოთახში.
5. არჩევნების დროს ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. არჩევნების დროს თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა უნდა გამოიხატოს გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით. სხვა საკითხზე კენჭისყრისას საკრებულოს წევრი ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმიდან: „მომხრე“, „წინააღმდეგი“ აირჩევს ერთ-ერთს, რომელსაც შემოხაზავს, ხოლო მეორეს კი გადახაზავს.
6. ბათილად ჩაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი, აგრეთვე ის ბიულეტენი, რომლითაც შეუძლებელია დადგინდეს ვის (რომელ გადაწყვეტილებას) მისცა საკრებულოს წევრმა ხმა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 73. ფარული კენჭისყრა
თავი X — კენჭისყრის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 64. ზომები საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის
- მუხლი 65. წესრიგისკენ მოწოდება
- მუხლი 67. გაფრთხილება ოქმში შეტანით
- მუხლი 68. სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა სხდომის დამთავრებამდე
- მუხლი 71. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის უფლებები კენჭისყრის პროცედურისას
- მუხლი 72. სარეიტინგო კენჭისყრა
- მუხლი 74. სახელობითი კენჭისყრა
- მუხლი 75. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება
- მუხლი 76. საკითხის კენჭისყრაზე დაყენება
- მუხლი 77. კენჭისყრის ზოგადი წესი
- მუხლი 78. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 73, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-73/