1. გაფრთხილება ოქმში შეტანით საკრებულოს გადაწყვეტილებით ეძლევა სხდომაში მონაწილე პირს, რომელიც:
ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;
ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;
გ) შეურაცხყოფს საკრებულოს ან პირს, მიუხედავად იმისა იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა