საკრებულოს დებულებით დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:
ა) წესრიგისკენ მოწოდება;
ბ) გაფრთხილება;
გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;
დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე