1. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება:
ა) შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ორი კვირისა,ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, შენიშვნების შესახებ დასკვნის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ერთი კვირისა.
2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ იქნა შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის გამგებელი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას.
3. მომხსენებლის (მომხსენებელთა) და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ დებულების 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. ბიუჯეტის პროექტის განხილვა წარმოებს, ერთი მხრივ, ნომერთა რიგის მიხედვით და, მეორე მხრივ, ნომერთა იმ ჯგუფის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ცალკე უწყებათა საფინანსო ხარჯების ნუსხას.
5. პირველად განიხილება ხარჯთაღრიცხვის ზოგადი საფუძვლები, შემდეგ პროექტის ცალ-ცალკე მუხლები.
6. შემოსავლის პროექტის განხილვის დროს ჯერ უნდა მოხდეს პროექტის ზოგადი საფუძვლების, ხოლო შემდეგ – ცალ-ცალკე მუხლების განხილვა.
7. როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე უნდა ეყაროს კენჭი.
8. საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
9. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, გამგებელთან შეთანხმებით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული, თუ საკრებულოს სხდომამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.
10. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, კენჭისყრაზე დგება ის ვარიანტები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შენიშვნის სახით იქნა გაგზავნილი გამგებლისადმი (მერისადმი) და წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში არ იქნა გათვალისწინებული. გადაწყვეტილება ბიუჯეტის ალტერნატიული ვარიანტის დამტკიცების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 85. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
თავი XII — საკრებულოს სხდომაზე სპეციალურ საკითხთა განხილვის განსაკუთრებული წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 79. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
- მუხლი 80. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 81. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
- მუხლი 82. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 83. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 84. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 86. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
- მუხლი 87. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
- მუხლი 88. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
- მუხლი 89. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 90. ხელშეკრულებათა დამტკიცება და გაუქმება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 85, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-85/