1. საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებელის წარდგინებით უფლება აქვს ამ დებულების 84-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკრებულოს მიერ უარყოფილი ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვის საკითხი აქტის მიღების აუცილებლობის მოთხოვნით.
2. საკრებულოს შესაბამის კომისიას და/ან საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს საკრებულოს სხდომაზე დააყენოს საკითხი მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
3. საკრებულოს თავმჯდომარეს ეთქმევა უარი, თუ ამ წინადადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხვა შემთხვევაში შეიქმნება შემთანხმებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და საკრებულოს სხდომას წარუდგენს შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტს.
4. საკრებულოს სხდომა, შემთანხმებელი დროებითი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტის განხილვას იწყებს ამ დებულების 84-ე მუხლით დადგენილი პროცედურის დაცვით.
5. თუ საკრებულო ხელახლა უარყოფს ნორმატიული აქტის პროექტს, იგი მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეიძლება იქნეს შემოტანილი ხელახლა განსახილველად.
თავი XIII
საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა და გადარჩევ