1. არჩევნები საკრებულოს სხდომაზე ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საკრებულოს გადაწყვეტილებით არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების მეშვეობით.
2. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი ან ორი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ორზე მეტი კანდიდატი, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 94. არჩევნების ჩატარების ზოგადი წესი
თავი XIII — საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა და გადარჩევა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 88. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
- მუხლი 89. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 90. ხელშეკრულებათა დამტკიცება და გაუქმება
- მუხლი 91. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
- მუხლი 92. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა განხილვა
- მუხლი 93. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით
- მუხლი 96. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 97. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 98. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 100. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 94, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-94/