1. წინადადებები და ნორმატიული აქტის პროექტები ჩაითვლება პეტიციის წესით შემოტანილად და საკრებულოს სხდომაზე განიხილება, თუ ამ წინადადებას ან ნორმატიული აქტის პროექტს ხელს აწერს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% და არსებობს საკრებულოს აპარატის დასკვნა ხელმოწერათა შეგროვების პროცესის კანონიერებისა და ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.
2. პეტიციის წესით დაყენებული საკითხები საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანება შემოტანიდან ერთი თვის ვადაში, თუ პეტიციით საკითხის განხილვის უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის მითითებული.
3. საკრებულოს აპარატი შემოტანილი საკითხის ინიციატორებს სხდომის ჩატარების თარიღს აცნობებს ერთი კვირით ადრე მაინც.
4. წინადადების ან ნორმატიული აქტის პროექტის საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს გამოყოს მომხსენებელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში საკრებულოსა და შესაბამისი კომისიის სხდომებზე