1. გამგებლის კანდიდატურას საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. საკრებულო განიხილავს გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგებს და იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
2. საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიუცემლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განმეორებით წარადგინოს იგივე კანდიდატურა. კანდიდატურის ხელმეორედ წარდგენისას საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიუცემლობის, ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ იმავე კანდიდატურის ხელახლა არწამოყენების შემთხვევაში ცხადდება ხელახალი კონკურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებაზე თანხმობის არმიცემის შემთხვევაში ეს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განმეორებით შეიძლება დასმულ იქნეს საკრებულოს მხოლოდ მომდევნო მორიგ სხდომაზე.
თავი XIV
საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 103. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
თავი XIII — საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა და გადარჩევა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 104. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა–გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 97. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 98. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 100. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
- მუხლი 101. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 102. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 104. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 105. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 106. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 107. საკრებულოს სხდომის ოქმი
- მუხლი 108. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 103, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-103/