1. საკრებულოს სამართლებრივი აქტი სრულდება შესაბამის ბლანკზე საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. საკრებულოს სამართლებრივი აქტის სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს.
3. საკრებულოს სამართლებრივ აქტი უნდა შეიცავდეს მითითებებს საკრებულოს სხვა სამართლებრივი აქტის ან მისი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას.
4. საკრებულოს სამართლებრივ აქტში სამართლებრივი აქტის აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი, აქტის სახე და სათაური, ზუსტი და სრული სახელწოდება, მიმღები (გამომცემი) ორგანო, ძალაში შესვლის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი.
5. საკრებულოს სამართლებრივ აქტში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე.
6. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რედაქტირებას და დოკუმენტურ გაფორმებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის, მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსისა და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან ორი დღის ვადაში გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.10.2010
მუხლი 104. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
თავი XIV — საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა ორი დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 98. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 100. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
- მუხლი 101. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 102. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 103. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 105. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 106. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 107. საკრებულოს სხდომის ოქმი
- მუხლი 108. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 109. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 104, №17, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.153.000477 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1144288/muxli-104/