1. გამგებლის კანდიდატურას საკრებულოს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. საკრებულო განიხილავს გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგებს და იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარისადმი თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
2. საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისადმი თანხმობის მიუცემლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განმეორებით წარმოადგინოს იგივე კანდიდატურა. კანდიდატურის მეორეჯერ წარმოდგენის შემთხვევაში საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისადმი თანხმობის მიუცემლობის ან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ იმავე კანდიდატურის ხელახლა არწამოყენების შემთხვევაში ცხადდება ხელახალი კონკურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებაზე თანხმობის არმიცემის შემთხვევაში ეს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განმეორებით შეიძლება დასმულ იქნეს საკრებულოს მხოლოდ მომდევნო მორიგ სხდომაზე
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.04.2023
მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
თავი XIII — საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა არჩევა და გადარჩევა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა–გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 104. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 100. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 102. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 103. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
- მუხლი 106. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 107. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 109. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 110. საკრებულოს სხდომის ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“, მუხლი 105, №3, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1142275/muxli-105/