1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი, საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს შენობაში, თვალსაჩინო ადგილზე, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და გამგეობის რწმუნებულებთან.
3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს შენობაში, ასევე ამ დებულების (რეგლამენტის) 130-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ოფიციალურად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.04.2023
მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
თავი XIV — საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 102. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 103. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი
- მუხლი 105. გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის წესი
- მუხლი 106. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 107. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 109. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 110. საკრებულოს სხდომის ოქმი
- მუხლი 111. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 112. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
- მუხლი 113. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“, მუხლი 108, №3, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.102.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1142275/muxli-108/