1. საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. 2. პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის. 3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები გამგეობის თანამდებობის პირთათვის, საკრებულოში აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის. 4. საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზში იკავებენ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს. თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები, საკრებულოში აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და საკრებულოში მოწვეული პირები იკავებენ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. საკრებულოში არააკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და საკრებულოს სხდომაზე დასწრების მსურველი პირები იკავებენ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს.
5. საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა. 6. საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას დაუშვებელია საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირების მიერ მობილური ტელეფონებით სარგებლობა
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №4, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.145.000142 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1150013/muxli-8/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია