1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე − დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.

2. კომისია მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომისიის წევრთა მინიმალური რაოდენობის ორი მესამედი და არჩეულია კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომისიის შემადგენლობაში. საკრებულოს წევრის მეორე კომისიაში გაწევრიანების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი დამატებითი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს (ბიუროს) მიერ კომისიაში ფრაქციისათვის კომისიის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს კომისიის წევრებს, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს (დროებით სამანდატო კომისიას). უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა ან გაცვლა. კვოტების დათმობის ან გაცვლის შესახებ ფრაქციათა გადაწყვეტილება და ფრაქციების მიერ კომისიებში ახალი წევრების დანიშვნა ეცნობება საკრებულოს ბიუროს.

5. საკრებულოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს რომელიმე კომისიის შემადგენლობაში.

6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, ფრაქციების თავმჯდომარეების კომისიებში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.

7. თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომისიებში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებ