1. საკრებულოს წევრი შეიძლება იყოს მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი კომისიის წევრი. თუ საკრებულოს წევრი არც ერთი კომისიის შემადგენლობაში არ წევრიანდება, ჩაითვლება, რომ იგი არ ასრულებს საკრებულოს წევრის მოვალეობას.

2. კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

3. კომისიის წევრი კომისიის შემადგენლობიდან გაყვანილად ითვლება:

ა) მის მიერ კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) ფრაქციის მიერ მისი კომისიიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;

გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომისიაში;

დ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

ე) კომისიის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან;

ვ) დათმობილი ან გაცვლილი კვოტის ფრაქციის მიერ დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნულ