1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს მის სხდომებს;
ბ) წარმოადგენს კომისიას საკრებულოში, მის გარეთ და შესაბამის საჯარო ურთიერთობებში;
გ) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს;
დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საორგანიზაციო საკითხებს საკრებულოს აპარატთან ურთიერთობაში;
ე) ყოველი წლის დასაწყისში საკრებულოს ბიუროს წარუდგენს სამუშაო გეგმებს, ხოლო წლის ბოლოს წერილობით ანგარიშს წარადგენს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ზ) კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ექსპეტებს, სპეციალისტებსა და წარმომადგენლებს;
თ) ქმნის და ნიშნავს საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;
ი) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
კ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ