1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს სამართლებრივი აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

ბ) მონაწილეობს საკრებულოსთვის წარსადგენი პროექტების, წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს საკრებულოში განსახილველი პროექტის თაობაზე, წარადგენს შენიშვნებსა და წინადადებებს, რომელსაც გადასცემს საკრებულოს შესაბამის კომისიას და პროექტის ავტორს;

გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

დ) აკონტროლებს საკრებულოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

ე) ახორციელებს კონტროლს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

ვ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კომისია წინასწარ დამტკიცებული გეგმის ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე შეისწავლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს საკრებულოს.

3. ამ რეგლამენტიდან გამომდინარე კომისიის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულ